პარტია „თავისუფალი საქართველო" ქუთაისში მიწისქვეშა გადასასვლელების დაკეტვას აპროტესტებს

ქუთაისში მიწისქვეშა გადასასვლელების დაკეტვას აპროტესტებენ. პარტია „თავისუფალი საქართველო" მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებულ რთულ მდგომარეობაზე საუბრობს. პარტიის თანათავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, ჭავჭავაძის და ასათიანის ქუჩების კვეთაზე მიწისქვეშა გადასასვლელი დაკეტილია, რის გამოც ხშირია საავარიო სიტუაციები.

„შარშან აპრილში აანონსებდნენ მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციას, წელს კვლავ დაკეტილია. ადგილზე არაერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ადამიანები იხოცებიან, ამ დროს კი მიწისქვეშა გადასასვლელი დაკეტილია. ხელისუფლებას რამე მოუწოდო, კედელზე ცერცვის შეეყრაა. მივმართავთ მერიას, არის თუ არა დაკეტილი მიწისქვეშა გადასასვლელები სირცხვილი და გრძნობენ თუ არა პასუხისმგებლობას ამის გამო“, - განაცხადა გოგი წულაიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა