აუდიტის სამსახური - „საქნახშირს“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის კუთვნილი 741.7 ლარი არ გადაუხდია

სახელმწიფო აუდიტის სამსახური სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოების მიერ შემოსავლების ადმინისტრირებაში არსებულ კონტროლის სუსტეზე მიუთითებს. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის სახით 2016-2017 წლებში შპს „საქნახშირს (ჯი აი ჯი ჯგუფს)“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში უნდა გადაეხადა 2.1 მლნ ლარი, თუმცა აღნიშნულ პერიოდში „საქნახშირის“ მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში გადახდილია, მხოლოდ 1.36 მლნ ლარი. შესაბამისად „საქნახშირს“ ბიუჯეტისთვის კუთვნილი 741.7 ლარი არ გადაუხდია, თუმცა მუნიციპალიტეტის მხრიდან აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი ღონისძიებები არ არის გატარებული.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის შემოსულობებში მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის სახით მიღებულ შემოსავლებს. მუნიციპალიტეტში მოსაკრებლის ერთ-ერთი ძირითადი გადამხდელი კი „საქნახშირია“. 2016 წელს შპს-მ მოსაკრებლის სახით, 778.4 ათასი ლარი, ხოლო 2017 წელს 579.8 ათასი ლარი გადაიხადა. სახელმწიფო აუდიტის ცნობით, შპს „საქნახშირს“ 2016 წელს მიღებული ჰქონდა 980 ათასი ტონის, ხოლო 2017 წელს 1.12 მლნ ტონის სასარგებლო წიაღისეულის ათვისების ლიცენზია. კანონმდებლობის მიხედვით, 1 ტონა ნახშირის მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს 1 ლარს.

სახელმწიფო აუდიტი რეკომენდაციას იძლევა, რომ მუნიციპალიტეტის მერიამ/საკრებულომ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად, შეისწავლოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ადგილობრივ ბიუჯეტში ადმინისტრირების საკითხი. მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, იმუშაოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან კოორდინაციით, საკითხის სამართლებრივად დასარეგულირებლად.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია