კასპის მუნიციპალიტეტში 53 წლის მამაკაცი კლდიდან გადავარდა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხავერში 53 წლის მამაკაცი კლდიდან გადავარდა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა.
მათივე ინფორმაციით, მამაკაცი თანასოფლელებთან ერთად ცხავერში, სალოცავში საქეიფოდ იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრიდან დროებით ადგა, თუმცა როცა დაბრუნება დააგვიანა, მისი ძებნა დაიწყეს.
53 წლის მამაკაცის ცხედარი მოგვიანებით იპოვეს.

























