ზუგდიდში ვალუტის გადამცვლელი ჯიხური გაძარცვეს

ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ვალუტის გადამცვლელი ჯიხური გაძარცვეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, ძარცვის მუხლით მიმდინარეობს.

























