სახელმწიფო რწმუნებული  ჩხოროწყუს პირველ სკოლაში არსებულ ვითარებას გაეცნო და პირველი პრეზიდენტის თანამოაზრეებს  შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული ჩხოროწყუს პირველ სკოლაში არსებულ ვითარებას გაეცნო და პირველი პრეზიდენტის თანამოაზრეებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტებში არსებული საჭიროებების და პრობლემების შესწავლას გუბერნატორი აქტიურად აგრძელებს. მათივე ინფორმაციით, ალექსანდრე მოწერელია ამჯერად ჩხოროწყუს პირველ საჯარო სკოლაში არსებულ ვითარებას გაეცნო. გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენებული სკოლა რეაბილიტაციას საჭიროებს. სახელმწიფო რწმუნებული სკოლის პედაგოგებს აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდა.

ჩხოროწყუში ყოფნის დროს ალექსანდრე მოწერელია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პირველი პრეზიდენტის თანამოაზრეებს შეხვდა. ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სააქტო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე, მან ზვიად გამსახურდიას მომხრეებისგან პრობლემებსა და საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღო.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას 80 წლის საიუბილეო თარიღის აღნიშვნა რეგიონში სათანადოდ უნდა მოხდეს. ალექსანდრე მოწერელიას გადაწყვეტილებით, ამ საკითხს კურირებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე ლაშა გვასალია გაუწევს. პირველი პრეზიდენტის მომხდრეებმა ალექსანრე მოწერელიას მადლობა გადაუხადეს, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ადგილას, მისი ხსოვნის მემორიალური სახლ-მუზეუმის მოწყობის გადაწყვეტილების მიღების გამო.

შეხვედრის დასრულების შემგედ სახელმწიფო რწმუნებულმა ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაათვალიერა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს