იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 9 დეპუტატის მიერ ხელმოწერილ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 9 დეპუტატის მიერ ხელმოწერილ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. დეპუტატები აღნიშნულ საკითხზე სამსაათნახევრის განმავლობაში ცხარე კამათის ფონზე მსჯელობდნენ. კანონპროექტის ავტორის, ეკა ბესელიას განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე მოხდა ლუსტრირება და გამოჩნდა, რომ საზოგადოება სხვა მხარეს დგას, იუსტიციის საბჭო და კომიტეტის წევრთა ნაწილი კი სხვა მხარეს.

"იურიდიული კომიტეტის ის წევრები, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს, იმ არგუმენტებს იშველიებდნენ, რასაც იუსტიციის საბჭო. ფაქტია, რომ საზოგადოება ერთ მხარესაა და მეორე მხარეს დგანან იუსტიციის საბჭო და კომიტეტის ეს წევრები. სესიაზე კიდევ ერთხელ მოხდება დეპუტატთა ლუსტრაცია. შემდეგი ნაბიჯი არის ხელმოწერები და კონსტიტუციური ცვლილება", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების 2024 წლის 31 დეკემბრამდე გადავადებას.

იხილეთ ვიდეო: იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 9 დეპუტატის მიერ ხელმოწერილ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს