ქუთაისში, დავითი და კონსტანტინეს ქუჩაზე მიწის მასა ჩამოიშალა. „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
ქუთაისში მესამე დღეა გადაუღებლად წვიმს, რის გამოც ქალაქის ტერიტორიაზე მიწის მასა მეორედ ჩამოიშალა.