„ნაცმოძრაობის წევრის“ განცხადებას ბათუმის ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის შესახებ, ბაღების გაერთიანებაში ცრუ ინფორმაციას უწოდებენ

„ნაცმოძრაობის წევრის“ განცხადებას ბათუმის ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის შესახებ,  ბაღების გაერთიანებაში ცრუ ინფორმაციას უწოდებენ

შპს "ნარგულმა" ბათუმის ბაღების გაერთიანებასა და უფასო სასადილოებს, ცხენის ხორცი მიაწოდა,- ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ანთაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„შპს "ნარგულმა" ბათუმში ბაღების გაერთიანებაში და უფასო სასადილოში ხორცის მიწოდებასთან დაკავშირებით ტენდერი მოიგო. როგორც გავიგეთ, ხორცი ამ დაწესებულებებში იგივე სასაკლაოდან შეაქვს, საიდანაც სამტრედიაში ცხენის ხორცი შეჰქონდა. ვფიქრობთ, რომ ამ კომპანიამ ბათუმის ბაღების გაერთიანებასა და უფასო სასადილოებს ცხენის ხორცი მიაწოდა",- განაცხადა ლევან ანთაძემ .

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას, ბათუმის ბაღების გაერთიანებაში უპასუხეს. როგორც გაერთიანების დირექტორმა მამუკა შამილიშვილმა განაცხადა, ბათუმის ბაღებში ცხენის ხორცი არ დაფიქსირებულა და ოპოზიცია ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. მისივე თქმით, ადმინისტრაცია ბაღებში პროდუქციის მიწოდებას მკაცრად აკონტროლებს.