ბათუმის მერმა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის აღმასრულებელ სააგენტოსთან სამუშაო შეხვედრა გამართა

დღეს ბათუმის მერიაში მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის აღმასრულებელ სააგენტოსთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ „ბათუმის წყლიდან“ აცნობეს, შეხვედრის ფარგლებში პროექტის მიმდინარეობა და განხორციელებული სამუშაოები შეაფასეს. იმსჯელეს სამომავლო გეგმებზეც.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ბათუმთან შემოერთებულ ტერიტორიებზე (ადლია, კახაბერი, ხელვაჩაური) წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტის დაწყების საკითხი.

დღესვე ბათუმის მერი, პროექტის აღმასრულებელ სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, გიორგი ბრწყინვალესა და ჯავახიშვილის ქუჩების სანიაღვრე კოლექტორებისა და არდგანის ტბის მიმდებარედ სანიაღვრე-სატუმბი სადგურის სამშენებლო სამუშაოების დათვალიერებას გეგმავს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა