ქვემო ქართლში მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფარის მშენებლობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ქვემო ქართლში მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფარის მშენებლობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, პრეზენტაცია „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა სოფიო ბეროშვილმა და პროექტების მართვის მენეჯერმა ლაშა გეგეჭკორმა წარადგინეს.

„სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის“ წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს რეგიონში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისა და მისი შემდგომი საქმიანობის ინოვაციური მეთოდების შესახებ.

ითქვა, რომ თავშესაფარი ქვემო ქართლის შვიდივე მუნიციპალიტეტისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ამდენად, რეკომენდირებულია, ის მარნეულის ტერიტორიაზე აშენდეს.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა რეგიონში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

როგორც რეხვიაშვილმა აღნიშნა, პრობლემის გადაჭრის მიზნით, ქვემო ქართლში თანამედროვე ტიპის თავშესაფრის მშენებლობაა დაგეგმილი, რომელიც რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტს მოემსახურება, პროექტის შესყიდვა კი უახლოეს პერიოდში მოხდება.

ქვემო ქართლის გუბერნატორთან ერთად, პრეზენტაციას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, დმანისის მერი გიორგი ტატუაშვილი, წალკის მერი ილია საბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტით – ,,კომპანიონ ცხოველთა ქვემო ქართლის ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობა“, მიმდინარე წელს დაიწყება და მას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს