სალომე ზურაბიშვილი - საფრანგეთი იყო ის ქვეყანა, რომელმაც 2008 წელს გამოიჩინა მხარდაჭერა და ჩაერთო კონფლიქტის შეწყვეტაში

„საფრანგეთი იყო ის ქვეყანა, რომელმაც 2008 წელს გამოიჩინა თავისი სოლიდარობა, მხარდაჭერა და ჩაერთო იმ კონფლიქტის იმ დროისთვის შეწყვეტაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ემანულ მაკრონს იმისთვის, რომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მის უნაუგურაციაზე ქვეყნის წარმომადგენლად გამოუშვა.

„საფრანგეთი იყო ის ქვეყანა, რომელმაც 2008 წელს გამოიჩინა თავისი სოლიდარობა, მხარდაჭერა და ჩაერთო იმ კონფლიქტის იმ დროისთვის შეწყვეტაში და თუ არა საფრანგეთისა და პრეზიდენტი სარკოზის დახმარება, ჩვენ შეიძლება, სხვა მდგომარეობაში ვიმყოფებოდეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს, იმისთვის, რომ ჩემს ინაუგურაციაზე ბატონი სარკოზი გამოუშვა, როგორც ქვეყნის წარმომადგენელი და სხვათა შორის, საქართველოს მოსახლეობამ ტაშით მიიღო და ეს იყო იმის ნიშანი, რამდენად მადლიერია საქართველოს მოსახლეობა იმისთვის, თუ რა გაკეთდა 2008 წელს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოსახლეობამ ის პრეზიდენტად ევროპისა და საქართველოს დაახლოების პროცესში გარკვეული როლის შესასრულებლად აირჩია.

„ამ წარსულის გამო, ჩვენ ერთგვარად, იძულებულები ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობები და მეგობრული ურთიერთობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ და ამ მხრივ, მე მიმაჩნია, რომ ჩემი არჩევანიც ერთგვარი სიმბოლოა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ როცა საქართველოს მოსახლეობამ ამირჩია, ამირჩია, ერთდროულად, როგორც ევროპელი პრეზიდენტი და ამირჩია იმისთვის, რომ სწორედ, ეს როლი შევასრულო საქართველოსა და ევროპას შორის, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავახლოვდეთ, სანამ ის დღე მოვა, როცა ევროპისა და ევროკავშირის სრული წევრები გავხდებით“, - განაცხადა მან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა