ლენტეხში, ლტოლვილთა საერთო საცხოვრებელს ცეცხლი გაუჩნდა

ლენტეხში, ლტოლვილთა საერთო საცხოვრებელს ცეცხლი გაუჩნდა

ლენტეხში, ლტოლვილთა საერთო საცხოვრებელს ცეცხლი გაუჩნდა. საპატრიარქოს კუთვნილ შენობაში, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები და ეკომიგრანტები არიან დროებით შესახლებული, დამწვარია 200კვ/მ საცხოვრებელი ფართი.

„ადგილზე დაუყოვნებლივ იქნა მობილიზებული რეგიონის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება“, - ნათქვამია რწმუნებულის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.