ანონსი 20 თებერვალი

20 თებერვალს, 10:30 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა წარადგენენ ახალ ინიციატივას, რომელიც საქართველოში დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების - მედიაციისა და არბიტრაჟის განვითარებას ემსახურება.
მის.: ვარდების რევოლუციის მოედანი #1
საკონტაქტო პირები: სოფო ჭიჭინაძე - 599 196907, თეიკო კანდელაკი - 599 103525, თამარ მიქაძე -294 37 63
20 თებერვალს, 11:00 საათზე, ქალაქ რუსთავში, ბიზნეს-ცენტრ ,,რუსთავის“ საკონფერენციო დარბაზში, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, სახელწოდებით - ,,ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალი“ გაიმართება. კონფერენციაში მონაწილეობას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აკადემიური წრეების, ტურისტული კომპანიების, მედია-ორგანიზაციების წარმომადგენლები და თემით დაინტერესებული პირები მიიღებენ. კონფერენცია ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით ტარდება.
საკონტაქტო პირი: ეკა კუდარავა - 599034311
20 თებერვალს, 11:00 საათზე, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2018 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშისა და 2019 წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტების წარდგენა გაიმართება. პრეზენტაციას დაესწრებიან სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტი“ (თავისუფლების მოედანი)
საკონტაქტო პირი: თაკო მათეშვილი - 598 15 65 73
20 თებერვალს, 11:00 საათზე, თბილისის საკრებულოს წევრი, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ პესკონფერენციას გამართავს.
თემა: სავალდებულო ავტოდაზღვევა; „შავი წერტილები“ თბილისში. მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19
(ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი: ეკა გულუა - 599726565
20 თებერვალს, 11:00 საათზე, პარლამენტში ევროპული საქართველოს ფრაქციის ოთახში ირაკლი აბესაძის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: ინფრასტრუქტურული პროექტები
საკონტაქტო პირები: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08; მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08
20 თებერვალს, 11:30 საათზე, „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ურუშაძე „მედიაცენტრ მთავარში“ პესკონფერენციას გამართავს.
თემა: „თი-ბი-სი“ ბანკის საქმე და გავლენა ანაკლიის პორტზე; სავალდებულო ავტოდაზღვევა.
მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19
(ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი: ეკა გულუა - 599726565
20 თებერვალს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „მენაშენეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ირაკლი როსტომაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ქაოსური განაშენიანების პრობლემა და სამშენებლო რეგულაციები; აკრძალვა K2 კოეფიციენტების გაყიდვასთან დაკავშირებით. ე.წ. „მწვანე ხაზების“ შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივა.
მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24
20 თებერვალს, 12:00 საათზე, თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.
20 თებერვალს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „არქიტექტორთა კავშირის“ თავმჯდომარის დავით აბულაძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ქაოსური განაშენიანების პრობლემა და სამშენებლო რეგულაციები; აკრძალვა K2 კოეფიციენტების გაყიდვასთან დაკავშირებით. ე.წ. „მწვანე ხაზების“ შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივა.
მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24
20 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში მოხსენებით გამოვა.
თბილისი, საქართველოს პარლამენტი, პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)
20 თებერვლს, 13:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი “ევროკავშირი საქართველოსთვის EU4 Justice - სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ ხელმძღვანელს რენატე ვინტერს და პროექტის ექსპერტს ალეშ ზარალის შეხვდება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N314 (C კორპუსი, III სართული)
20 თებერვალს, 13:00 საათზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტის - „მედია ჯარში“ ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გორში, პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზას მედიის წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრება.
ღონისძიებაზე დასწრების მსურველი მედიის წარმომადგელები ადგილზე უნდა მივიდნენ 12:30 საათზე.
მის.: გორი, პირველი ქვეითი ბრიგადა (ეროვნული თავდაცვის აკადემიის
გვერდით)
საკონტაქტო პირი სალომე ჩხეიძე - 555505758
20 თებერვალს, 13:00 საათზე, „თეთრების“ ლიდერი თეიმურაზ შაშიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ლიეჟში განვითარებული მოვლენები.
მის.: მერაბ კოსტავას ქ. #6, მეორე სართული
20 თებერვალს, 13:00 საათზე, ვაკეში, მრგვალ ბაღთან პროფკავშირები სოციალური თანასწორობის საერთაშორისო დღეს აქციით აღნიშნავენ.
20 თებერვალს, 14:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, ორგანიზაცია “ახალგაზრდა თაობა“ ღონისძიებას “უკვდავი იუნკერები 1921“ გამართავს, რომელიც 1921 წლის 17-25 თებერვალს საქართველოს ერთიანობის და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას ეძღვნება.
მის.: გიორგი სააკაძის დაღმართი #10
საკონტაქტო პირი დავით დონერიანი - 577 30 05 65; 558 77 55 74
20 თებერვალს, 15:00 საათზე, დევნილი პოეტების ლექსების კრებულის „ალილუიას“ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან მთავრობის წევრები და ცხინვალის საზოგადოება.
მის.: პეტრე ქავთარაძის ჩიხი N1
20 თებერვალს, 15:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ორგანიზებით, USAID-ის მისიის ხელმძღვანელ, პიტერ ვილბერთან შეხვედრა გაიმართება.
თემა: საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები.
მის.: რუსთაველის გამზ. #13
საკონტაქტო პირი: სოფო ხუციშვილი - 599 911 811
20 თებერვალს, 16:00 საათზე, სასტუმროში ,,რუმსი“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო მრგვალ მაგიდას გამართავს თემაზე: გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა პროფესიულ განათლებაში.
საკონტაქტო პირი: გიორგი კოპალეიშვილი - 595-2 989 89
20 თებერვალს, 16:00 საათზე, „ლიბერთი ბანკის“ ცენტრალურ ოფისთან „ს.ს. მაუდის წვრილი აქციონერები“, ლეიბორისტული პარტიის უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელის, ლაშა ჩხარტიშვილის მხარდაჭერით აქციას გამართავენ.
მის.: ჭავჭავაძის გამზ. №74
საკონტაქტო პირი ლაშა ჩხარტიშვილი - 558 29 69 80
20 თებერვალს, 19:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრისა და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორის, გია ჯაფარიძის ნაშრომის, „საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმოხილვა, გამოწვევები და პასუხები“, პრეზენტაცია.
მის.: კოსტავას ქ. #77ა, აუდიტორია #519
საკონტაქტო პირი ნუკი დარასელია - 592 77 61 77

























