კომპანია რუსთავის წყალი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

21 თებერვალს დღის 14:00 საათიდან 22 თებერვლის დილის 07:00 საათამდე, ქ. რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ჭყონდიდელის დასახლებას და ქ. გარდაბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „რუსთავის წყალიდან“ აცნობეს,21 თებერვალს, ხუთშაბათს, მარნეულის რაიონში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა მაღალი ძაბვის ქვესადგურზე ,,გარდაბანი 500” გეგმიურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს. ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით კი, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება კომპანია რუსთავის წყლის ხრამის სათავე ნაგებობას, რის გამოც აღნიშნული შეზღუდვა გავრცელდება.

კომპანიაში განმარტავენ, რომ „რუსთავის წყალი“ 21 თებერვალს დღის განმავლობაში მოსახლეობას და სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულებებს წყალს სპეციალური ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას რუსთავის წყალი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს