უამინდობამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტი დააზარალა

ძლიერმა ქარმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ერბოწონაშვილის ინფორმაცით, ყველა შესაბამისი სამსახური სტიიქის ზონაში იმყოფება და ზარალს ადგილზე ითვლიან. მისივე თქმით, ქარმა პრობლემები სოფელ იორმუღანლოსაც შეუქმნა.

ძლიერმა ქარმა ცენტრალურ გზაზე ალვის ხეები მოგლიჯა, რის შედეგადაც დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. "ძლიერმა ქარმა ძირითადად პრობლემები ორ სოფელში შექმნა - იორმუღანლოსა და უდაბნოში. რამდენიმე სახლს გადახდილი აქვს სახურავი და მოგლეჯილია ხეები. სტიიქის ზონაში ჩვენი სამსახურებია მობილიზებული და ვცდილობთ მოკლე დროში მოვაგვაროთ პრობლემა, თუმცა, ამ ეტაპზე ზარალის ზუსტი ოდენობა არ ვიცით", - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ერბოწონაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა