შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ახალი წევრები შეემატა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ახალი წევრები შეემატა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან აცნობეს, ფონდი მეცნიერების დაფინანსების ძირითადი და წამყვანი ეროვნული ორანიზაციაა, რომელიც აქტიურადაა ჩართული მეცნიერების რეფორმირების პროცესში.

ფონდის განცხადებით, მათთვის პრიორიტეტულია საერთაშორისო სამეცნიერო წეებთან თანამშრომლობა. ამ მიზნით, ფონდში შექმნილია საერთაშრისო საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები არიან გაერთიანებული.

როგორც ფონდში განმარტავენ, 2019 წლის თებერვალში ფონდმა გამოიყენა წესდებით გათვალისწინებული უფლებამოსილება და საბჭოს შემადგენლობა გაზარდა თერთმეტ წევრამდე. არსებული მდგომარეობით საბჭოს შემადგენლობაში შედიოდნენ: ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) ყოფილი დირექტორი (გაერთიანებული სამეფო) როჯერ ქაშმორი, ოქსფორდის უნივერსიტეტის საერთაშრისო ურთიერთობების მიმართულების პროფესორი (გაერთიანებული სამეფო) ნილ მაკფარლეინი, ჰელსინკის უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ყოფილი ვიცე-რეზიდენტი (ფინეთი) მარტ საარმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ემერიტუსი (საქართველო) მზექალა შანიძე, ზაგრების უნივერსიტეტის პროფესორი (ხორვატია) მელიტა კოვაჩევიჩი, ლუნდის უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი, პროფესორი (შვედეთი) ზაალ კოკაია.

ფონდის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობას დაემატა ახალი წევრები: ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია CERN-ის CMS ექსპერიმენტის ხელმძღვანელი (შვეიცარია) ტიციანო კამპორესი, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია CERN-ის ATLAS-ის ექსპერიმენტის ტექნიკური კოორდინატორი (შვეიცარია) ლუდოვიკო პორტეკორვო, იაპონიის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი, მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაცია - KEK-ის ნაწილაკებისა და ატომების შემსწავლელი ინსტიტუტის სრული პროფესორი (იაპონია) სატოში მიჰარა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მიუნჰენისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტების პროფესორი, მიუნჰენის მაქს პლანკის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი (აშშ, გერმანია) გია დვალი.

„საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭო განახლებული შემადგენლობით შეიკრიბება მიმდინარე წლის 21 თებერვალს და განიხილავს ფონდის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, სტრატეგიულ საკითხებს და საქართველოს მეცნიერთა საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციის გაძლიერების საკითხებს“, – განაცხადეს ფონდში.

მარინა ჩიტაშვილი - ხელისუფლების მიერ საქართველოში  რუსეთის მოწვევა და რუსეთის დახმარებით ძალაუფლების შენარჩუნების სცენარი, ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია
ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს