ზუგდიდში დედა-შვილს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა

ზუგდიდის ცენტრში, კოსტავასა და რუსთაველის ქუჩის კვეთაზე მდებარე შუქნიშანთან დედა-შვილს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. მათ დაზიანებები ფეხის და თავის არეში აღენიშნებოდათ. თვითმხილველების ინფორმაციით, ქალს ბავშვი ხელში ეჭირა და წითელზე გადადიოდა.

როგორც შს სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა