ლიეტუვის რესპუბლიკის დელეგაცია დუშეთის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა

ლიეტუვის რესპუბლიკის დელეგაცია ლიეტუვის მთავრობის კანცლერის ალგრიდას სტონჩაიტისის ხელმძღვანელობით, დუშეთის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტის მერთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, მხარეებმა სხვადასხვა სფეროებში დანერგილი პრაქტიკების შესახებ ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, მათ ასევე განსაზღვრეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პრიორიტეტული პროექტები კულტურისა და ტურიზმის სფეროში.

ვიზიტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის სტუმრებმა მოინახულეს დუშეთის განახლებული ბულვარი და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, ბაზალეთის ტბა და ანანურის სამონასტრო კომპლექსი.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი, ლიეტუვის მთავრობის კანცლერის მოადგილე ალმინას მაჩიულისი, ლიეტუვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩესლოვას მულმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გედიმინას მიშკნისი, მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული დაგეგმვისა და მონიტორინგის ჯგუფის მთავარი მრჩეველი გოდა ალექსიატე, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი და დუშეთის ლიეტუვურ - ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ირმა ჯანგირაშვილი.

ვიზიტის დასასრულს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა სტუმრებს ლიეტუვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 101 წლისთავი მიულოცა და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა