მიხეილ ბატიაშვილი - საქართველო-გერმანიის თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის კუთხით სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად, გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საქართველო-გერმანიის ერთობლივ თანამშრომლობაზე ისაუბრა, რის თაობაზეც საქართველოში მალე ახალი, უპრეცედენტო პროექტის პრეზენტაცია იგეგმება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანიასთან თანამშრომლობით მუშაობა მიმდინარეობს პროექტზე, რომელიც პროფესიული განათლების კუთხით მთელ რეგიონში განსაკუთრებული იქნება. გარდა ამისა, განათლების თემაზე გაზაფხულზე მნიშვნელოვანი ფორუმი-კონფერენციის ორგანიზებაც იგეგმება.

„საქართველო და გერმანია განათლებისა და კულტურის კუთხით სრულიად ახალ საფეხურზე ავიდნენ და დღევანდელი შეხვედრებიც ხელს შეუწყობს, რომ ვისაუბროთ მეტ თანამშრომლობაზე. საქართველოში ანგელა მერკელის ვიზიტის შემდეგაც საკმაოდ გააქტიურდა მუშაობა, მათ შორის განათლების კუთხით. ძალიან ბევრი პროექტი უკვე მიმდინარეობს. გერმანულ მხარესთან საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობთ და ძალიან მალე ვიხილავთ პროექტს, რომელიც პროფესიული განათლების კუთხით არამარტო საქართველოში, არამედ რეგიონში იქნება განსაკუთრებული. ჩვენს უნივერსიტეტებთან კვლევების მიმართულებით გაცვლითი პროექტები უკვე მიმდინარეობს”, – განაცხადა ბატიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა