გაზის ნამწვით ინტოქსიკაციით მარნეულის ,,ავერსის" კლინიკაში 5 პაციენტია ჰოსპიტალიზებული

მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის 2 შემთხვევა დაფიქსირდა. ინტოქსიკაციის ნიშნებით 5 პაციენტი მარნეულის ,,ავერსის" კლინიკაშია ჰოსპოტალიზებული, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. ერთ პაციენტს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმმა სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწია.

როგორც კლინიკა ,,ავერსში" აცხადებენ, მცირეწლოვანი ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ხუთივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

წინასწარი ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში ინტოქსიკაციის მიზეზი წყლის გამაცხელებლიდან გამოყოფილი ბუნებრივი აირის ნამწვი გახდა, მეორე შემთხვევაში კი ბუნებრივი აირის ოთახის გამათბობელი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს