რომან გოცირიძე - აუცილებელია გამოცხადდეს მორატორიუმი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით

აუცილებელია გამოცხადდეს მორატორიუმი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ დაიწყოს სასამართლო სისტემის სიღრმისეული რეფორმა, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ფრაქცია აუცილებლად დაუჭერს მხარს უმრავლესობის 9 დეპუტატის ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების 2024 წლის 31 დეკემბრამდე გადავადებას.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ხვალ აუცილებლად დავუჭერთ მხარს უმრავლესობის ერთი ნაწილის, 9 დეპუტატის ინიციატივას. მათ შორის ქალბატონი ეკა ბესელია არის ამ ინიციატორებში. აუცილებელია გამოცხადდეს მორატორიუმი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ უკვე დავიწყოთ სერიოზული, სიღრმისეული რეფორმა სასამართლო სისტემისა, მათ შორის პარლამენტში", - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა