განათლების სამინისტრო - საქართველო-გერმანიას შორის კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, პრეზიდენტთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, გერმანიის ფედერალურ კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ცნობით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, პირველი პირების შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხო კულტურისა და განათლების კუთხით ორი ქვეყნის თანამშრომლობას, რაც საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მხარეებმა ევროკავშირში საქართველოს ინტეგაციის პროცესში გერმანიის აქტიური მხარდაჭერისა და დახმარების საკითხები განიხილეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა