ხელვაჩაურში, სოფელ მარადიდის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

ხელვაჩაურში, სოფელ მარადიდის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

ხელვაჩაურში, სოფელ მარადიდის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს და აჭარის მთავრობას ვადას აძლევენ, რომ მოსახლეობასთან მოლაპარაკება აწარმოოს. აქციის მონაწილეების თქმით, „კირნათი ჰესის" გამო მდინარე ჭოროხში წყლის დონის მატებამ საცხოვრებელ სახლებსა და საყანე მიწებს საფრთხე შეუქმნა, დაიტბორა სოფლებში საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზები.

„კირნათი ჰესიდან წყალს ისე გამოუშვებენ, რომ ჩვენ არც კი გვაფრთხილებენ. ხშირად ხდება მდინარეში წყლის დონის უეცარი მატება. საფრთხე გვექმნება სოფელს. დაიტობრა სასაფლაოები და საყანე მიწები. საფრთხე ექმნება ჩვენს სიცოცხლეს. საცხოვრებელი სახლები მდინარის პირასაა. ვითხოვთ, რომ თურქულმა კომპანიამ, რომელიც ამ ჰესს კურირებს, ჩვენს უსაფრთხოებაზე იზრუნოს და დატბორვის საფრთხეს ნუ გვიქმნის. მივმართავთ მთავრობას ჩვენი პრობლემა გაითვალისწინოს",- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის მონაწილეებს ხელვაჩაურის მერიის წარმომადგენლები ხვდებიან. როგორც მათ განაცხადეს, "კირნათი ჰესთან" მოლაპარაკებებში ჩაერთვებიან და პრობლემის მოგვარება დროულად მოხდება.