ლევან დავითაშვილი ესტონეთის ელჩს საქართველოში კაი კაარელსონს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კაი კაარელსონს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობის საკითხებზე იმსჯელეს.

სამინისტროს განცხადებით, საუბარი შეეხო დაინტერესებული სეგმენტისთვის გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით ინფორმაციის ოპერატიულად და სრულყოფილად მიწოდების მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობის საკითხს.

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ელჩს აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„საქართველო ესტონეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა კაი კაარელსონმა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ესტონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საზეიმო მიღებას გამართავს, რომელსაც მინისტრი ლევან დავითაშვილი გახსნის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა