ე.წ ,,ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტირებისთვის ტენდერი გამოცხადდა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დღეს, ე.წ ,,ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის, სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით, ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სრულყოფილი სამშენებლო პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა წარმოადგინოს.

ტენდერის პირობების მიხედვით, ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონა და პარკინგის სივრცე მოეწყობა. აჭარის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მოსახლეობისთვის ჯანსაღი ცხოვრების პირობების უზრუნველსაყოფად, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მიიღო.

დღეისათვის ე.წ. ოცნების ქალაქში საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც სამუშაო ჯგუფი მოქალაქეებს შესაბამის კონსულტაციებს უწევს. ადგილზევე ხდება განცხადებების მიღება და მონაცემების დამუშავება.

ელექტრონული ტენდერის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=294991&lang=ge&fbclid=IwAR0aVA0ktVx23Mtr4uq7B58LuR2uNkkHO6BILJZQ_PlnMU5-G75KDplJEgs

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, 6 თებერვალს საგანგებო ბრიფინგზე, გაასაჯაროვა გადაწყვეტილება, რომ ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლებისთვის აშენდება საცხოვრებელი სახლები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა