ზაალ უდუმაშვილი - მოსახლეობა ზუსტად იმავე ბრალდებით გაისტუმრებს „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებიდან, რა ბრალდებაც ზვიად კუპრავას წაუყენეს

საქართველოს მოსახლეობა ზუსტად იმავე ბრალდებით გაისტუმრებს „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებიდან, რა ბრალდებაც ზვიად კუპრავას წაუყენეს - ეს არის პანღური, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში ზვიად კუპრავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით სპეციალურ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეიდან ზვიად კუპრავა არის პოლიტიკური დევნილი და პოლიტიკური პატიმარი. „დღეს მოსამართლე ელენე გოგუაძემ კიდევ ერთხელ განუცხადა საქართველოს მოსახლეობას, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო, მაგრამ არსებობს სუს-ის ნოტარიუსთა პალატა. სხვა სახელს ვერ დავარქმევთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს ამ მოსამართლემ მიიღო. შესაბამისად, დღეიდან ზვიად კუპრავა არის პოლიტიკური დევნილი და პოლიტიკური პატიმარი. მართლაც სასაცილო იქნებოდა ის ბრალდება, რის გამოც ზვიად კუპრავას დაკავება გადაწყდა, საქმე რომ არ გვქონდეს ადამიანის თავისუფლების აღკვეთასთან“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, ზვიად კუპრავას დევნიან იმ პოლიტიკური აქტიურობისთვის, რომელსაც ის წლების მანძილზე ახორციელებს და რომელიც ემსახურება საქართველოში ივანიშვილის რეჟიმის შეცვლას. „შევახსენებ ხელისუფლებას და ვაფრთხილებ, რომ თითოეული ჩვენი თანამებრძოლი, რომელიც პოლიტიკური პატიმარი იქნება, მხოლოდ და მხოლოდ აახლოებს „ქართული ოცნების“ დასასრულს. უკვე 4 საათია, რაც გადაწყვეტილება არის მიღებული და ჩვენ დღეს მოვისმინეთ, თითქოს მიმდინარეობს ზვიად კუპრავას ადგილმდებარეობის დადგენა. ეს სასაცილოა, რადგან ამ საათების განმავლობაში ჩვენ ყველა, მათ შორის ზვიადიც ვიმყოფებით ჭავჭავაძის გამზირზე, გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში და არც აპირებს აქედან სადმე გასვლას ან მიმალვას. „ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილს შევახსენებ, რომ თითოეული ჩვენგანის დაკავება მათ ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასი დაუჯდება და საქართველოს მოსახლეობა ზუსტად იმავე ბრალდებით გაისტუმრებს „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებიდან, რა ბრალდებაც ზვიად კუპრავას წაუყენეს - ეს არის პანღური. ამ პანღურს საქართველოს მოსახლეობისგან ხელისუფლება უახლოეს მომავალში მიიღებს“, - აღნიშნა უდუმაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს