გიორგი მშვენიერაძე - კანონპროექტს, რომლის გაცნობაც დღეს მოხდა, ფუნდამენტური გადახედვა სჭირდება

კანონპროექტს, რომლის გაცნობაც დღეს მოხდა, ფუნდამენტური გადახედვა სჭირდება, რათა უპასუხოს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რაც უზენაეს სასამართლოს ნდობას დაუბრუნებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიცია „დამოკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ განუცხადა.

მისი თქმით, დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მიერ შეთავაზებულ პროექტზე მსჯელობისას საერთოდ არ ყოფილა საუბარი ვის შენიშვნას ითვალისწინებენ და ვისას - არა, არამედ უბრალოდ აზრების გამოთქმა იყო.

„მათ შორის გაცანით ჩვენი ძალიან კრიტიკული მოსაზრებები, რადგან ეს კანონი სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა, რომ უბრალოდ ფორმალურად შექმნილი პროცედურებით სწორედ ის 10 მოსამართლე და იმ 10 მოსამართლისნაირი ადამიანები მოხვდნენ კვლავ უზენაეს სასამართლოში. კანონპროექტს, რომლის გაცნობაც დღეს მოხდა, ფუნდამენტური გადახედვა სჭირდება, რომ უპასუხოს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რაც უზენაეს სასამართლოს ნდობას დაუბრუნებს“, - აღნიშნა მშვენიერაძემ.

ირაკლი კობახიძემ მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს ახალი ინიციატივა გააცნო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა