ევროკავშირის ელჩი ახმეტაში სოფლის განვითარების პროექტის გახსნას დაესწრო

ევროკავშირის ელჩი ახმეტაში სოფლის განვითარების პროექტის გახსნას დაესწრო

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ახმეტის კულტურის სახლში სოფლის განვითარების პროექტის გახსნას დაესწრო. შეხვედრაზე ელჩმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბარა და აღნიშნა, რომ პროექტის ძირითადი მიზანი სოფლებში არსებული პრობლემების მოგვარება და ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის გაზრდაა.

დღის განმავლობაში კარლ ჰარცელი პანკისის ხეობაში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მასწავლებლებს შეხვდება.

პროგრამა, რომელსაც ევროკავშირის დახმარებით ორგანიზაცია „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ" ახორციელებს, 2013 წელს დაიწყო.