ქუთაისის მერია - რეორგანიზაციის პროცესი ძირითადად ემსახურება ხელმისაწვდომი, მოქნილი და ოპერატიული სერვისების შექმნას მოქალაქეებისთვის

ქუთაისის მერია - რეორგანიზაციის პროცესი ძირითადად ემსახურება ხელმისაწვდომი, მოქნილი და ოპერატიული სერვისების შექმნას მოქალაქეებისთვის

ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს, გიგა შუშანიას მერიაში უპასუხეს. „რეორგანიზაციის პროცესი ძირითადად ემსახურება ხელმისაწვდომი, მოქნილი და ოპერატიული სერვისების შექმნას მოქალაქეებისთვის. არქიტექტურის ა(ა)იპი ღია ფანჯრის პრინციპით მოემსახურება მოქალაქეებს და გაცილებით გამარტივებულს გახდის ყველა სახის პროცედურას. ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული რეორგანიზაციის ფარგლებში იგეგმება აუდიტის სამსახურის შექმნა. თვითმმართველობათა კოდექსის თანახმად, მიზანშეწონილია არსებობდეს შიდა უწყებრივი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს არსებული ხარვეზების გამოვლენას და მათი აღმოფხვრის ეფექტური სტრატეგიის შემუშავებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აუდიტის სამსახურის შექმნა. მართალია, ის აქამდე არსებობდა მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახით თუმცა, მისი როგორც სამსახურად ჩამოყალიბება, რომელიც ფართო უფლებამოსილებით იქნება აღჭურვილი, არსებითი მნიშვნელობა ექნება ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაში,"-აცხადებენ ქუთაისის მერიის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში.

შეგახსენებთ, ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია აცხადებს, რომ რეორგანიზაციის რეალური მიზანი პარტიული აქტივის დასაქმებაა.