ბათუმში სამუშაო ვიზიტით გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის KFW წარმომადგენლები იმყოფებიან

ბათუმში სამუშაო ვიზიტით გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის KFW წარმომადგენლები იმყოფებიან

ბათუმში სამუშაო ვიზიტით გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის KFW წარმომადგენლები იმყოფებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შპს „ბათუმის წყლიდან“ აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, KFW ბანკის წარმომადგენლებმა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში აშენებული თამარის და ბარცხანის სატუმბო სადგურები დაათვალიერეს, მახინჯაურის წყლის სამარაგო რეზერვუარზე და ჩაქვში წყალარინების გამწმენდ ნაგებობაზე სამშენებლო სამუშაო პროცესს გაეცნენ. სამშენებლო ობიექტებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2019 წელს დასრულდება.

შპს „ბათუმის წყალის“ ინფორმაციით, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის KFW წარმომადგენლების ვიზიტის ერთ-ერთ მთავაზ მიზანს ჩაქვში წყალმომარაგების სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის საპროექტო გეგმის შედგენა წარმოადგენს.

KFW ბანკის წარმომადგენლების საქმიან ვიზიტს პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებულ ობიექტებზე შპს „ბათუმის წყალის“ გენერალური დირექტორი მარიკა გვიანიძე ხელმძღვანელობდა.