რომან გოცირიძე - თანახმა ვართ, გამოიწვიონ იუსტიციის საბჭოს ოთხი წევრი, მაგრამ ხელები შორს ნაზისგან!

თამარ ჩუგოშვილს უნდოდა სიკეთის გაკეთება და გამოსდის ბოროტება, - ასე აფასებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი რომან გოცირიძე თამარ ჩუგოშვილის ინიციატივას.

„ნაზი ჯანეზაშვილი რატომ უნდა გამოვიწვიოთ? უნდა ეთქვა, რომ გამოვიწვიოთ ის ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან ამ კლანურ სასამართლო მმართველობას. მაშინ ანა დოლიძეც რომ გამოიწვიოს პრეზიდენტმა?“, - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის გარეშე კლანს „ოქროს ხანა“ დაუდგება.

"ოქროს ხანა“ დაუდგება ამ კლანს დოლიძისა და ჯანეზაშვილის გარეშე. გადაწყვეტილება იქნებოდა ლოგიკური, რომ პერსონალურად, ინდივიდუალურად გვემსჯელა ცალკეულ ადამიანებთან დაკავშირებით. ვერასდროს ამ ახალი კონსტორუციის ქვორუმით და ამ პარლამენტის პირობებში ნაზი ჯანეზაშვილი ან მსგავსი პრინციპული შეხედულებების მქონე ადამიანები ვერ დაბრუნდებიან იუსტიციის საბჭოში. მივიღებთ გაცილებით უარესს, ვიდრე არის დღეს. თანახმა ვართ, გამოიწვიონ ოთხი, მაგრამ ხელები შორს ნაზისაგან," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა