რუსთავის მერიის მუნიციპალური სერვისების მიღება, უკვე ელექტრონულადაა შესაძლებელი

რუსთავის მერიის მუნიციპალური სერვისების მიღება, უკვე ელექტრონულადაა შესაძლებელი. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ამასთან დაკავშირებით, ქალაქის მერიაში პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილე ბესო ტოგონიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, მერიის სამსახურებისა და საკრებულოს აპარატის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და სხვა დაინტერესებული პირებიც ესწრებოდნენ.

მუნიციპალური სერვისების ელექტრონული წესით სარგებლობის შესახებ პრეზენტაცია, მერიის აპარატის სერვისების განვითარებისა და საქმის წარმოების განყოფილების ხელმძღვანელმა, თამთა დოკვაძემ წარადგინა.

„ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მერიის სამსახურებისგან ნებისმიერი ტიპის მომსახურება ან ინფორმაცია, სახლიდან გაუსვლელად my.gov.ge-ზე დარეგისტრირებითა და ID ბარათის გამოყენებით მიიღოს. ამ ეტაპზე, ელექტრონული სერვისების ერთიან ვებ-პორტალზე უკვე ჩატვირთულია არქიტექტურულ-სამშენებლო ნებართვების მისაღებად და სოციალური პროგრამებით სარგებლობისთვის საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი, უახლოეს მომავალში კი იგეგმება სხვა სერვისების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალის ატვირთვაც“, - განაცხადა თამთა დოკვაძემ.

ვებ-პორტალით my.gov.ge სარგებლობისთვის, მომხმარებელს შეუძლია, დარეგისტრირდეს როგორც პირადობის ელექტრონული მოწმობის (ID ბარათი) გამოყენებით, ისე მომხმარებლის სახელითა და პაროლით (საქართველოს იუსტიციის სახლებში შესაბამისი პროცედურის გავლის გზით).

my.gov.ge -დან განაცხადის რეგისტრაციისა და დოკუმენტის ელექტრონულად ხელმოწერისთვის, საჭიროა, მოქალაქეებმა იქონიონ აქტიური ID ბარათი, ID ბარათის PIN Code, ID ბარათის წამკითხველი მოწყობილობა და კომპიუტერზე დაინსტალირებული ID ბარათის უნივერსალური პროგრამა.

რუსთავის მერია მოსახლეობას 400-მდე სერვისს სთავაზობს. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა 4-წლიან სტრატეგიაზე, რომელიც მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესებასა და მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა