"ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა

115-კაციანი უმრავლესობიდან კიდევ ერთი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის გასვლის გამო, "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში 3/4-იანი საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა.

დეპუტატების - ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის შემდეგ, უმრავლესობიდან გასვლაზე განცხადება გააკეთა ბექა ნაცვლიშვილმა. შედეგად, "ქართულ ოცნებაში" 112 დეპუტატი დარჩა, რაც კონსტიტუციის ¾-ის უმრავლესობით მიღებისათვის არასაკმარისი რაოდენობაა, რადგან ასეთი კვორუმით კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას სულ მცირე 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.

ამასთან, ახალი კონსტიტუციით, მოქმედებს საკონსტიტუციო ცვილებების მიღების მეორე წესი, რომლის მიხედვით, საკონსტიტუციო ცვლილებები შეიძლება ხმათა 2/3-ის უმრავლესობით განხორციელდეს, თუმცა ასეთ შემთხვევაში, ის მას შემდეგ ამოქმედდება, თუ მომდევნო მოწვევის პარლმენტი მხარს დაუჭერს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის