როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი

ის, რაც დღეს ჩვენთვის საამაყო მემკვიდრეობაა, ოდესღაც ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს. ყველა კულტურაში, რომელიც თავისი ისტორიით ამაყობს, არსებობდნენ ადამიანები, ვინც თავის დროზე ინოვატორები იყვნენ. ინოვაციის ტრადიციად ქცევამდე კი არც ისე დიდი გზაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

არაფერი არსებობს დასაწყისის გარეშე, მათ შორის არც ტრადიცია - სწორედ ამის სჯერა ალექს შალოშვილს, მეღვინეს რომელმაც ვაზი მაშინ გააშენა, როცა კახეთის ლანდშაფტებიდან ვენახები ქრებოდა.

ამ გადაწყვეტილებას ორი მიზეზი ჰქონდა:

  1. შეენარჩუნებინა ოჯახური ტრადიცია;
  2. შეექმნა რაღაც ახალი, რაც მისი ოჯახის ახალგაზრდა წევრებისთვის მემკვიდრეობად გადაიქცეოდა.

90-იან წლებში, როცა საქართველოში წარმოება ფაქტობრივად სრულად შეწყდა, კახეთის რეგიონში მასიურად იჩეხებოდა ვაზი და ნელ-ნელა მცირდებოდა ჩვენი ჯიშების მრავალფეროვანი არჩევანი. სწორედ ამ პერიოდში, 1998 წელს ალექს შალოშვილმა გადაწყვიტა ვაზი გაეშენებინა - უხუცესი მენამყენეს დახმარებით მიაკვლია ჯიშებს და მისი პირველი 3 ჰექტარი ვენახიც გაჩნდა ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში.

თავდაპირველად მეგობრებისთვის და კეთილისმსურველებისთვის ეს გადაწყვეტილება გიჟურადაც კი ჟღერდა, რადგან ღვინის ბიზნესის კეთება იმდროინდელ პირობებში თითქმის წარმოუდგენლად ჩანდა. თუმცა, შეუჩერებელი მცდელობის და უწყვეტი ზრუნვის ფონზე დღეს შალოშვილის მარანს ღვინო ბევრ ევროპულ ქვეყანაში გააქვს ექსპორტზე და ადგილზეც მასპინძლობს საერთაშორისო თუ ადგილობრივ სტუმრებს.

ვენახები 4 ჯიშის ყურძენს მოიცავს: რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ქისი. მარანი კი თორმეტი სახეობის ღვინოს აწარმოებს, რომელთაგან უმეტესი ნაწილი ექსპორტზე გადის, თუმცა, რა თქმა უნდა, საქართველოშიც ხელმისაწვდომია.

წარმოების ზრდის ფონზე, დროთა განმავლობაში, მარანი უფრო და უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარდა, ამიტომ ბატონმა ალექსმა მიიღო გადაწყვეტილება, მარანი ალტერნატიული ენერგიის წყაროთი აღეჭურვა, რომელიც არა მხოლოდ ეკონომიური, არამედ ეკომეგობრულიც იქნებოდა - დღეს შალოშვილის მარანი მზის პანელებით გამომუშავებულ ელექტროენერგიას მოიხმარს:

“პროკრედიტ ბანკის ფინანსური მხარდაჭერის შედეგად, ჩვენ უკვე ვსარგებლობთ მზის ენერგიით, რაც ვფიქრობ ძალიან კარგი ინვესტიციაა. ეს არა მხოლოდ მიმდინარე ეტაპზეა შეღავათიანი ალტერნატივა, არამედ სამომავლო საქმეა ჩემი ოჯახის ახალგაზრდა წევრებისთვის, რომლებიც მთლიანად არიან ჩართულები შალოშვილის მარანის განვითარებაზე. მე მინდა მათთვის შესაბამისი პირობები შევქმნა ახალი ძალებისა და უნარების გამომჟღავნებისთვის”, - ამბობს ალექს შალოშვილი.

შალოშვილის მარანი მხოლოდ მეღვინეობით არ შემოიფარგლება - იქიდან გამომდინარე, რომ ღვინის წარმოების პროცესზე დაკვირვება არაერთი ვიზიტორისთვის უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა, გაჩნდა საჭიროება რომ მარანს სტუმრებიც მიეღო. თავდაპირველად 2 საძინებლით დაწყებული სასტუმრო, ახლა 22 ნომრიან და სრულად აღჭურვილ სივრცედ იქცა.

გაზაფხულთან ერთად შილდის ვენახებიც ისევ ახმაურდება და გაგრძელდება საქმე, რომელიც ერთ დროს თითქმის შეუძლებელი ჩანდა. სწორედ ამ უწყვეტ შრომაში გრძელდება შალოშვილის ოჯახის ისტორია - ტრადიციასა და ინოვაციას შორის ნაპოვნი ბალანსი, რომელსაც რამდენიმე თაობა ერთიანი ძალებით ქმნის.

(R)

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია