„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია

მეღვინეობა „თელიანი ველი“ საერთაშორისო კონკურსზე Grand International Wine Award MUNDUS VINI ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებლად უკვე მესამედ დასახელდა და ჯილდო - Best Producer Georgia მოიპოვა.

კონკურსის ფარგლებში ღვინის ექსპერტები და პროფესიონალები სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო ღვინოსა და მწარმოებლებს ავლენენ. „თელიანი ველმა“ ეს ჯილდო გასულ წლებშიც მოიპოვა და აღსანიშნავია, რომ ერთადერთი მეღვინეობაა, რომელსაც „ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებლის“ ტიტული სამჯერ გადაეცა.

განსაკუთრებული შეფასება და Grand Gold მედალი დაიმსახურა საიუბილეო გამოშვების ღვინოებმა: „გლეხური, ქისი 2020“ და „გლეხური, საფერავი 2020“, რომელიც ამავე დროს „საუკეთესო ქართულ წითელ ღვინოდ“ დასახელდა.

კონკურსზე წარდგენილ „თელიანი ველის“ ღვინოებს სულ 1 Best of Show Georgia Red, 2 Grand Gold, 12 ოქროს და 9 ვერცხლის მედალი გადაეცა. მოპოვებული ჯილდოები „თელიანი ველისა“ და ქართული ღვინის დიდი აღიარება და მიღწევაა.

ოქროს მედალოსანი ღვინოებია:

  • გლეხური, ქისი ქვევრი 2019
  • გლეხური, ქისი ქვევრი 2020
  • მთავრული, ქისი 2024
  • გლეხური, საფერავი ქვევრი 2023
  • გლეხური საიუბილეო, საფერავი სელექშენი 2022
  • გლეხური საიუბილეო, კრახუნა 2020
  • გლეხური სელექშენი, ალექსანდროული ქვევრი 2023
  • გლეხური საიუბილეო, ქისი ქვევრი 2023
  • გლეხური, კისისხევის საფერავი ქვევრი 2023
  • გლეხური, საფერავი ქვევრი 2020
  • გლეხური, ხიხვი ქვევრი 2019
  • გლეხური, მწვანე ქვევრი 2023

ვერცხლის მედალი, გადაეცა:

  • Georgia, Gorgeous Red 2025
  • Winery97, ქინძმარაული 2025
  • Winery97, ხიხვი 2023
  • გლეხური, ლიმიტირებული გამოშვება
  • ალექსანდროული ქვევრი 2020
  • გლეხური საიუბილეო, ცოლიკოური 2023
  • გლეხური საიუბილეო, ოცხანური საფერე 2020
  • გლეხური, ხიხვი ქვევრი 2023
  • 8K Ancient Red 2025
  • 8K Ancient White 2025

მნიშვნელოვანია, რომ მეღვინეობა ამ პრესტიჟულ კონკურსში ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას და გამორჩეული შედეგები აქვს, რაც სანდოობასა და ხარისხის სტაბილურობაზე მიუთითებს.

MUNDUS VINI მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კონკურსია, რომელიც გერმანიაში ტარდება. ყოველწლიურად კონკურსზე მსოფლიოს ათასობით ღვინოა წარდგენილი, რომელსაც ექსპერტები ფარული დეგუსტაციით აფასებენ. წლევანდელ კონკურსზე ჟიურიმ 46 Grand Gold, 2,327 ოქროს და 1,434 ვერცხლის მედალოსანი ღვინო გამოავლინა.

(R)

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია