თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება

2026 წლის 7-8 მარტს სასტუმრო „რედისონში“ კონფერენცია - MAS (Medical Aesthetic Summit) - ჩატარდება. მასშტაბური კონფერენცია Mas Summit-ი საქართველოში უკვე მეორედ იმართება.

კონფერენციის ფარგლებში ორივე დღის განმავლობაში დერმატოლოგები და პლასტიკური ქირურგები კოლეგების მოხსენებებს დაესწრებიან და კვალიფიკაციას აიმაღლებენ.

„პლასტიკური ქირურგები მიიღებენ ევროპულ უწყვეტი პროფესიული განვითარების ქულებს. კონფერენცია მათ ეხმარება, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილების მიხედვით შეინარჩუნონ ლიცენზია, რადგან ისინი ვალდებულები არიან წლის განმავლობაში დააგროვონ საჭირო რაოდენობის უპგ (უწყვეტი პროფესიული განვითარების) ქულები”, - აღნიშნავენ კონფერენციის ორგანიზატორები.

ასევე, კონფერენციაზე Total Charm-ის კადავერ ლაბიდან გავა „Live“, მოეწყობა Isaps-ის სესია ქირურგებისთვის, მომხსენებლები იქნებიან უცხოელი ექსპერტები, რომლებიც საქართველოში სპეციალურად MAS Summit-ისთვის ჩამოდიან. სესიის ბოლოს დაგეგმილია დასკვნითი დისკუსიებიც. 7 მარტს კი რესტორან „თეატრში“ სამიტის ყველა სტუმრისთვის გალა ვახშამი გაიმართება.

კონფერენციის ორგანიზატორია ესთეტიკური სამედიცინო პრეპარატების დისტრიბუტორი კომპანია „ესტემედი“, ხოლო იდეის ავტორი და პრეზიდენტია კომპანია „ესტემედის“ და „ტოტალ შარმ ვაკის“ დირექტორი, ექიმი - ალბინა ქაჯაია.

კონფერენციის მომხსენებლები პლასტიკური ქირურგებისთვის: Marlen Sulamanidze, Alexander Kuzanov, Tamar Zamtaradze, Tengiz Chikvaidze, Levan Valiev, Alexander Kalantarov, Vakhtang Javakhishvili, Alexander Kutubidze, Baia Kuzanov, Daniel Hasselbach, Alexander Shemerovsky, Konstantin Sulamanidze, Aleksandre Sasha Kalantarov, Giorgi Sulamanidze.

კონფერენციის მომხსენებლები დერმატოლოგებისთვის: Ilia Meskhi, Temur Zandaradze, Natalia Kakabadze, Baia Kondratieva, Tamar Lolua, Eliso Shengelia, Marina Ozhogina, Ferial Fanian, Tamar Tsitsishvili, Nino Nishnianidze, Valeria Kosova, Maka Doghazashvili, Ekaterine Grishashvili, Albina Kajaia, Evgeny Skivka, Ekaterina Savenkov, Nana Chitanava, Nino Gogiberidze, Nino Kandelaki, Alina Chenkova, Julija Mozūraitienė, Tamar Miladze, Maia Nikolashvili, Sopho Gogelashvili, Ioannis Liakas.

კონფერენციის სპონსორები: Aptos, BTL, MOTIVA GEORGIA, FILLMED, VALMONT, ZO SKIN, ESTEMED, INTERPRESSNEWS, OXYGEN, ESTHETICA GROUP, GEORGIAN PHARMACY, BIO MEDIX, TOTAL CHARM SCHOOL, მკურნალი COMMUNITY, ALLERGAN AESTHETICS, FORONA და მედია მხარდამჭერი: PALITRA NEWS.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს