ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2019

უჩა ნანუაშვილი - “ოცნება” სასამართლო სისტემას აკონტროლებს, რაც რამდენიმე წლის წინ ნამდვილად არ იყო...”

შოთა მალაშხია - “ქართულ ოცნებაში” მიხვდნენ, რომ ივანიშვილი არაფრის გარანტორი აღარ არის”

* * *

უჩა ნანუაშვილი - “ოცნება” სასამართლო სისტემას აკონტროლებს, რაც რამდენიმე წლის წინ ნამდვილად არ იყო...”

“ისეა უკვე მდგომარეობა კრიზისში შესული, რომ ჩუგოშვილის მოსაზრება ვერაფერს შეცვლის... ალტერნატიული იდეებით ცდილობენ კომპომისის მიღწევას და ეს კომპრომისი, ჩემი აზრით, შეუძლებელია - შექმნის რაღაც ილუზიას, რომ თითქოს რაღაც იმიტაცია შეიქმნება ცვლილებების და რეფორმების. ეს არის მიუღებელი! ილუზიები არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება რეალური ცვლილებები ამ სისტემაში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნა იყოს გათვალისწინებული. ეს მხოლოდ საზოგადოების მოთხოვნა არ არის, ამას უჭერს მხარს პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი, რომ ამ ადამიანებმა დატოვონ საბჭო”, - აცხადებს ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით უჩა ნანუაშვილი - “ოცნება” სასამართლოს აკონტროლებს, სისტემაში კრიზისია”.

“ბერკეტი რჩება საზოგადოებრივი ზემოქმედება. საზოგადოება კიდევ უფრო აქტიური უნდა გახდეს. დღესაც არის დაგეგმილი აქცია. ასეთი აქციები მნიშვნელოვანი იქნება. ამიტომაც მოვმართეთ ჩვენ დიპლომატიურ კორპუსს, რომ მათი ინფორმირება მოხდეს ამ პროცესებზე. ყველა პარტნიორი უნდა იყოს ჩართული და ეს ბრძოლა შედეგს აუცილებლად გამოიღებს. საზოგადოება ამ პროცესებს გულგრილად ვერ უყურებს და ამისი გამოხატვა ჯდება კანონის ფარგლებში და ვფიქრობ, ის ამას გააკეთებს. ფაქტია, რომ სისტემაში კრიზისია. გამოსავალს არ კრიზისიდან ხელისუფლება არ გვთავაზობს. პირიქით, სულ უფრო მწვავდება - პარლამენტის მოვლენების ამის დადასტურება იყო. აქედან გამომდინარე, რაღაც ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან რეალურად უნდა გადაიდგას. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლება სრულად და სწორად აცნობიერებს იმ მდგომარეობას, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სფეროში...”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას უჩა ნანუაშვილი.

“ბესელიას ნაბიჯი ჩემი შესაფესებელი არ არის. ამ გადაწყვეტილებას აქამდეც ველოდი. მისი გეგმით გათვალისწიმებული საბჭოს წევრების წასვლა და ახალი საბჭოს არჩევნები - ადრე თუ გვიან მაინც მოხდება. ის არის მნიშვნელოვანი, რომ სწორედ საზოგადოებრივი აზრია მომწიფებული იქით, რომ მართლმსაჯულება ქვეყნის ქვაკუთხედია. თუ მდგომარეობა არ შეიცვალა აქ, სხვანაირად აზრი ეკარგება ნებისმიერ რეფორმას, უნდა არსებობდეს სამართლიანი მართლმსაჯულება. ეს სისტემა ქვეყანაში პრობლემურია, შესაძლოა ეს იდეები განხორცილებადი არ ჩანდეს დღეს, მაგრამ ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო უმრავლესობაც ჰქონდა პარლამენტში "ოცნებს"... ვფიქრობ, ცვლილებები გარდაუვალად იქნება”, - მიიჩნევს ნანუაშვილი.

“ჩემი ინფორმაციით, ხელისუფლების მხრიდან სასამართლო სისტემის კონტროლი პრაქტიკულად უკვე არსებობს. ის ვერ ელევა არ კონტროლს და იმ სიკეთეებს, რომელიც ამას მისთვის მოაქვს. უბრალოდ, სამწუხაროა, რომ 2012 წლის შემდეგ 6 წელია გასული და ჩვენ ისევ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ვსაუბრობთ და ისევ იმ პრობლემებზე ვმსჯელობთ, რაც მაშინ იყო... ეს ყველაფერი უკან ბრუნდება - ეს არის ყველაზე სამწუხარო. 2012 წლის შემდეგ სასამართლოში მდგომარეობა ნამდვილად გაუმჯობესდა, მაგრამ დღეს მდგომარეობა შეცვლილია და ბოლო წლებში მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა”, - დაასკვნის ყოფილი სახალხი დამცველი და შეკითხვაზე - “დაუბრუნდა 2012 წლამდე ნიშნულს?” - პასუხობს:

“ნიშნულზე არაა საუბარი. არის საკითხები, სადაც მდგომარეობა ნამდვილად გაუმჯობესებულია. არიან ერთეული ღირსეული მოსამართლეები, რომლებიც ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას, მაგრამ აქ პრობლემაა ის სისტემა, რომელიც შეიქმნა და სამწუხაროდ, ხელი შეუწყო ამ ჯგუფის გაძლიერებას. დღეს რეალობაა სასამართლო სისტემის კონტროლი, რაც რამდენიმე წლის წინ ნამდვილად არ იყო და ეს გადაწყვეტილებებშიც აისახა, გარკვეული თავისუფლება არსებობდა... ამიტომ ვამბობ - ბოლო წლებში ეს მდგომარეობა უარესობისკენ შეიცვალა".

შოთა მალაშხია - “ქართულ ოცნებაში” მიხვდნენ, რომ ივანიშვილი არაფრის გარანტორი აღარ არის”

“ის, რაც ახლა პარლამენტში და ასევე მის გარეთ ხდება, საპრეზიდენტო არჩევნების გაგრძელებაა. ეს არჩევნები რომ გაყალბდა და ძალადობის ფონზე გაიმართა, მსოფლიომ შეიტყო... უმრავლესობაში გააცნობიერეს, რომ “ქართული ოცნების” ადგილი ბიძინა ივანიშვილის ფრთის ქვეშ შემცირდა. ამ პოლიტიკოსებსა და მაღალჩინოსნებს ხალხი და სამართლიანობა არ ადარდებთ - მათ შესანარჩუნებელი და გასაზრდელი აქვთ უძრავ-მოძრავი ქონება. ამ პოლიტიკოსებს თავი აქვთ გადასარჩენი”, - აცხადებს ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი შოთა მალაშხია გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით შოთა მალაშხია: “ქართულ ოცნებაში” მიხვდნენ, რომ ივანიშვილი არაფრის გარანტორი აღარ არის”.

“ოცნებამ” 2012 წლიდან მოყოლებული ყველა არჩევნების წინ უთვალავი დაპირება გასცა. ხალხი დარდი რომ ჰქონდეთ, ერთ-ორ დაპირებას მაინც შეასრულებდნენ. “ქართული ოცნებიდან” გამოყოფილებს საპარლამენტო არჩევნებზე ზღურბლის გადალახვის შანსი არ აქვთ და რაც უფრო მეტს იყვირებენ, უფრო მეტად შთაინთქმებიან დიდი ჭაობში. ხომ ხედავთ, “ქართულ ოცნებაში” ალაპარაკდნენ იმაზე, რაზეც ჩვენ, ოპოზიცია წლებია განგაშს ვტეხდით... ბესელია, თავის გადასარჩენად იძულებულია ბრძოლა გამოუცხადოს ივანიშვილს - ახლა ის ებრძვის კობახიძეს, ზარდიაშვილს და მალე ივანიშვილზე იტყვის მეტს - აბა, რატომ უნდა ჩაჰყვეს საფლავში? - თუ გაჩერდა, დაიღუპება, ივანიშვილს შეუძლია ბესელიას დაჭერა...” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას შოთა მალაშხია.

“საქართველოში რომ არაფორმალური მმართველობა მოქმედებს, ამაზე ლაპარაკობს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია - ეს ფაქტია, რომელიც არ იმალება. ჩვენ თვალნათლივ ვაკვირდებით დამანგრეველ პროცესებს... ანაკლია "თიბისი ბანკზე" მიბმული იყო, ამ ბანკს უკვე მიადგა უზარმაზარი ზარალი. ამით სახელმწიფომაც იზარალა. ივანიშვილი გააგრძელებს თავის დამანგრეველ მოქმედებებს და არც ანაკლიას დაინდობს. მისი მოქმედებების შედეგია ის, რაც პარლამენტში ხდება... იშლება პროცესები - აღარც პოლიცია გვყავს, აღარც პროკურატურა, ჯარი მშიერია, საბავშვო ბაღებში პატარების გამოკვება საშიში გახდა - ცოტა ხნის წინ ვინ იფიქრებდა, საბავშვო ბაღებში ცხენისა და ვირის ხორცი თუ შევიდოდა...”, განაგრძობს რესპონდენტი.

“უმრავლესობის წევრები თვითონ აფორმებენ თავიანთ დასამარებას. თუ 2020 წლამდე მიაღწიეს, რა უნდა უთხრან ამომრჩეველს? სათქმელი არ დარჩათ. ახლა უფრო რთულად აქვთ საქმე - უნდა გამოვიდნენ და თქვან, რომ ხალხი გააღატაკეს, რომ საქართველო იცლება, რომ ვინც დასაქმებულია, იმასაც არეკეტებენ დაგროვებითი პენსიის რეფორმით, რომ განათლება მოსპეს და ამ სფეროში “ანონიმშჩიკების” პრაქტიკა ააღორძინეს? - განათლების მინისტრი სხვებთან ერთად იყო ჩარეული ანონიმური წერილის გამოყენებით ზუგიდის მეექვსე სკოლის დირექტორის მკვლელობაში... ქვეყანაში ნორმალურად მოქმედი ინსტიტუტი აღარ დარჩა. ალბათ, თავიანთი ფეშენებელური სამ და ოთხსართულიანი სახლები ექნებათ საამაყოდ...”- დაასკვნის შოთა მალაშხია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს