ქუთაისში ოპოზიციურმა პარტიებმა დავით კირკიტაძის გათავისუფლების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს

„თავისუფლება დავით კირკიტაძეს", -ამ მოწოდებით ქუთაისში ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ. პარტიების წარმომადგენლები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, დავით კირკიტაძე „პოლიტიკური პატიმარია“ და ის უნდა გათავისუფლდეს.

„25 თებერვალს არის დავით კირკიტაძის სასამართლო, ის არის პოლიტიკური პატიმარი და უნდა გათავისუფლდეს. შევიკრიბეთ, რათა თავდებში ჩავუდგეთ დავით კირკიტაძეს. ჩვენ პირობას ვდებთ, რომ ის არ დაემალება სასამართლოს და გააგრძელებს თანამშრომლობას. ძალიან ცუდია ქვეყნისთვის, როცა პარტიული ინტერესის გამო ადამიანს იჭერენ. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმარი! ჩვენ ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას დავით კირკიტაძის გასათავისუფლებლად", -განაცხადეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა.

მათივე თქმით, კირკიტაძეს რუსთავში არჩევნების მოგება და პოლიტიკური აქტიურობა არ აპატიეს.

„დღეს დაიწყო ხელმოწერების შეგროვება, რომელიც სასამართლოს წარედგინება“, - განაცხადეს პარტიების წარმომადგენლებმა.

დავით კირკიტაძის გათავისუფლების მოთხოვნით, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია", "გირჩის", "ევროპული საქართველოს" და "თავისუფალი საქართველოს" წევრები გაერთიანდნენ.

დავით კირკიტაძე 17 დეკემბერს ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე დააკავეს. დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა