2018 წელს 182.2 მლნ ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები ვერ შესრულდა

2018 წელს ჯამში, 182.2 მლნ ლარის ღირებულების 12 კაპიტალური პროექტი წლიურ გეგმასთან შედარებით 0%-ით შესრულდა, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს.

უფრო კონკრეტულად, პროექტების ჩამონათვალი, რომლებზეც გასულ წელს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა არ დახარჯულა, შემდეგია:

· ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის და რკინიგზის მშენებლობა - პროექტზე გასულ წელს ბიუჯეტიდან 11 მლნ ლარის დახარჯვა იყო გათვალისწინებული, თუმცა გამოცხადებული ტენდერი 3-ჯერ ჩაიშალა.

· ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან (კოპიტნარი) სატრანსპორტო კვანძის მოწყობა- წლიური გეგმა: 10 მლნ ლარს შეადგენდა.

· მდინარე დებედაზე ხიდის მშენებლობა- წლიური გეგმა: 5 მლნ ლარი.

· ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა- მოდერნიზაცია -25 მლნ ლარი.

· მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა-53 მლნ ლარი.

· მდინარე რიონზე ფოთის ხიდის მშენებლობა: 10 მლნ ლარი

· თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის კმ20-კმ50 ლოჭინი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა- 25 მლნ ლარი

· საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი-1 მლნ ლარი

· ქობულეთის წყალარინების პროექტი- 3 მლნ ლარი

· თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგო ეფექტურობის გაზრდის პროექტი-10,2 მლნ ლარი

· აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი - 4 მლნ ლარი

· თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ22- კმ57 რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა - 25 მლნ ლარი

12 თვის გეგმის მხოლოდ 1% დაიხარჯა ქუთაისის წყალინარების პროექტზე, რომლის გეგმა 3 მილიონ ლარს, შესრულება კი მხოლოდ 41,390 ლარს შეადგენს.

ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, კაპიტალური პროექტების დაფინანსებისთვის 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გამოყოფილი იყო 1.9 მლრდ ლარი. 64 კაპიტალური პროექტიდან გამოყოფილი თანხების 80%-ზე ნაკლები ათვისების მაჩვენებელი აქვს 22 პროექტს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, იკვეთება ხარვეზები კაპიტალური პროექტების განხორციელების ყველა ეტაპზე. არ არსებობს კაპიტალური პროექტების განვითარების სტრატეგია არც ქვეყნის და არც სექტორულ დონეზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ წინა წლებშიც ფიქსირდებოდა მილიონობით ლარის ღირებულების შეუსრულებელი კაპიტალური პროექტები. კერძოდ, 2017 წელს ჯამში 46.8 მლნ ლარის ღირებულების 13 კაპიტალური პროექტი საერთოდ ვერ შესრულდა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს