რაჭაში, შოვის ტერიტორიაზე დაკარგული ახალგაზრდის ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ

რაჭაში, შოვის ტერიტორიაზე დაკარგული 24 წლის რუსთაველი ახალგაზრდის შოთა სამხარაძის ოჯახის წევრები, დახმარებას ითხოვენ. შოთა სამხარაძე შოვში, "თოვლის ფესტივალზე" მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და ის 12 იანვარს გაუჩინარდა.
ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარების შესახებ სამაშველო სამსახურში კი შეტყობინება 14 იანვარს შევიდა.
სამხარაძის ახლობლები მოქალაქეებს თხოვნით მიმართავენ თუ მასთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაციას ფლობენ, დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 599 29 25 81.

























