გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 თებერვალს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ციხისძირი, ხიდისყური, მუხრანი, ძველი ქანდა, ქსანი და მიმდებარე სოფლებს.
მათივე ინფორმაციით, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს : ჭართალი, დოლასქედი, ჯუღისი, ვეშაგურნი, გვრიტო და მიმდებარე სოფლებს. ასევე 12:00 საათიდან 15:00 საათამდე ელმომარაგება შეეზღუდება სოფლებს ლუთხუბი, გამსი, ჩოხი, დიხჩო, ჩობალაურები და მიმდებარე სოფლებს. ხოლო 13:30 საათიდან 17:00 საათამდე - ახალშენს, მჭადიჯვარს, ლამოვანს, კოდის წყაროს, წილკანს და მიმდებარე სოფლებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

























