ბათუმში ხვალ დამსაქმებელთა და საერთაშორისო განათლების ფორუმი გაიხსნება

ბათუმში ხვალ დამსაქმებელთა და საერთაშორისო განათლების ფორუმი 2019 გაიხსნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, სასტუმროში “SHERATON BATUMI” დამსაქმებელთა და საერთაშორისო განათლების ფორუმს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და მთავრობის წარმომადგენლები გახნიან.

სამინისტროს ინფორმაციით, დამსაქმებელთა და საერთაშორისო განათლების ფორუმი“ არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელსაც ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია უწევს ორგანიზებას.

ფორუმის ძირითადი მიზანია კვალიფიცირებული, თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი, დასაქმების ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებისა და უკვე არსებული კადრების გადამზადების პროცესში მარეგულირებელთა, დამსაქმებელთა და სოციალურ პარტნიორთა მონაწილეობის გაფართოება, ასევე მნიშვნელოვანია რომ საზღვაო აკადემიის სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შანსი შეხვდნენ უშუალოდ დამსაქმებელს და მათთვის სასურველ პოზიციაზე გააკეთონ განაცხადი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს