რუსთავის საქალაქო სასამართლომ ქურდობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული გოდერძი მახარაშვილი და არჩილ ანთიძე გაათავისუფლა

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა, ქურდობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული გოდერძი მახარაშვილი და არჩილ ანთიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ორივე ბრალდებულის პატიმრობიდან გათავისუფლების განჩინება, მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ქეთევან ლუაშვილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულების ადვოკატები კმაყოფილები არიან და აცხადებენ, რომ განჩინება სამართლიანია, ვინაიდან მათი დაცვის ქვეშ მყოფებს დანაშაული არ ჩაუდენიათ. საქმეში არ იყო არც ერთი მტკიცებულება, რომელიც მათ მიმართ წაყენებულ ბრალს დაამტკიცებდა.

გოდერძი მახარაშვილი და არჩილ ანთიძე 9 თვის წინ, რუსთაველის #19-ში, არჩილ ანთიძის საცხოვრებელ ბინასთან, რუსთავის პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს. გამოძიება დაკავებულებს ანთიძის ეზოში მისი მეზობლის ავტომობილიდან, ე.წ. კატალიზატორის მოპარვის მცდელობას ედავებოდა.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე ბრალდებულების ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მათი პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ ორივე უკანონოდ დააკავეს და 9 თვე ცრუ ბრალდებით გაატარეს ციხეში. თავად ბრალდებულებიც თავს დამნაშავედ არ ცნობდნენ და აცხადებდნენ, რომ მათი მხრიდან მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს