ომბუდსმენი სამშენებლო სამუშაოების დროს ჰაერის დაბინძურებაზე ჯარიმების გამკაცრების მომხრეა

სახალხო დამცველი მიესალმება თბილისის მერიის ინიციატივას, სამშენებლო სამუშაოების დროს ჰაერის დაბინძურებაზე კანონის გამკაცრების თაობაზე.

ნინო ლომჯარიას თქმით, სამშენებლო პროცესში დამაბინძურებელი ნივთიერებები ჰაერში იფრქვევა. სახალხო დამცველის ინფორმაციით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით უმოკლეს ვადებში გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები და მოხდეს ერთი მხრივ, ამ პროცესის მკაცრი რეგულირება და მეორე მხრივ, დადგინდეს მკაცრი პასუხისმგებლობა ამ წესების დარღვევისათვის.

„დედაქალაქში ჰაერის დაბინძურებას განსაკუთრებულ ზიანს აყენებს სამშენებლო სამუშაოები. ეს არის ერთ -ერთი არარეგულირებადი სფერო, სწორედ მშენებლობებიდან გამოიფრქვევა მტვრის ნაწილაკები, რომლებიც მავნე არის ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ჯერჯერობით, სამწუხაროდ, სრულიად დაურეგულირებელი და არაკონტროლირებადია. უნდა გამკაცრდეს, როგორც სამშენებლო სამუშაოების დროს ჰაერის დაბინძურებაზე ჯარიმები, ასევე სამრეწველო სამუშაოების წარმოების დროს შესაბამისი სანქციები. სამწუხაროდ, ორივე შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს მკაცრი სანქციები, ან არ ხდება ამ სანქციების გამოყენება. ჩვენი ინფორმაციით, არც ერთი საწარმო არ დაუჯარიმებიათ დარღვევებისთვის. ამ თვალსაზრისით ჩვენ მივესალმებით მერიის ინიციატივას, რომელზეც პარლამენტმა დაიწყო მუშაობა. სამშენებლო სამუშაოების დროს ჰაერის დაბინძურებით გამოწვეულ ზიანზე ჯარიმის ოდენობა და ბევრი რეგულაცია არის შემოსაღები“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს