„თავისუფალი საქართველოს“ წევრებმა ქუთაისში, მუხნარის ტყეში სიმბოლურად მუხის ნერგები დარგეს

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრებმა ქუთაისში, მუხნარის ტყეში სიმბოლურად მუხის ნერგები დარგეს.

პარტია „თავისუფალი საქართველოს" წევრები აღნიშნული აქციით, ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ, მოსახლეობას კი გამოფხიზლებისკენ მოუწოდებენ.

პარტიის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია აცხადებს, რომ მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, სატყეოს ეროვნული სააგენტო პრობლემით არ დაინტერესებულა.

„სანამ ვარკვევთ უმრავლესობა დაიშლება თუ არა, სანამ ვარკვევთ, სხვების პირად ურთიერთობას და ვიდრე მარტო ამ თემას გვაწვდიან, ამ დროს ქვეყანა თავზე გვენგრევა. მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, მალე საღორიის ტყე აღარ გვექნება, ამიტომ გავაკეთეთ ასეთი აქცია. არ მაქვს პრეტენზია, რომ მე გადავარჩენ ამ ტყეს, მაგრამ ვცდილობთ, გამოვაფხიზლოთ ქუთაისელები და დავაინტერესოთ, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება იზრუნონ ქალაქზე და იზრუნონ ტყის გადარჩენაზე“, - განაცხადა გოგი წულაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო