რომან კაკულია - ბოდიშს ვუხდი მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ჩემი ჩანაფიქრი არ იყო მათთვის სიტყვის არ მიცემა

ბოდიშს ვუხდი მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. ჩემი ჩანაფიქრი არ იყო მათთვის სიტყვის არ მიცემა, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი განმარტებით, დღევანდელ კომიტეტზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე იმიტომ არ შედგა, რომ საკუთარ თავზე არ აიღო ბანკზე უარყოფითი გავლენის შესაძლო რისკი.

„თავიდან მქონდა ისეთი პოზიცია, რომ „რა დაშავდება შეკითხვების დასმით“, მაგრამ კობა გვენეტაძე ამტკიცებდა, რომ არ არის ის მოცემულობა, რომელიც დადებითი ზეგავლენის მომხდენია. შედეგად, მე საკუთარ თავზე უნდა ამეღო რისკი. ხვალ რომ „თიბისი ბანკის“ აქციები დაცემულიყო, მაშინ კობა გვენეტაძეს უნდა ეთქვა: „თქვენ რომ კომიტეტზე არ განგეხილათ ეს საკითხი, მაშინ „თიბისი ბანკის“ აქციები იქნებოდა ისევ წესრიგში და ეს თქვენი ბრალია“. ამას ხომ არ ავიღებდით ჩვენს თავზე? ასე დასვა სებ-ის პრეზიდენტმა საკითხი და ჩვენც შესაბამისად ვუპასუხეთ.

ბოდიშს ვუხდი მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. ჩემი ჩანაფიქრი კი არ იყო მათთვის სიტყვის არ მიცემა, უბრალოდ სიტუაცია ასეთნაირად წავიდა. მათ ბოდიშს ვუხდი, თუ დამიჯერებენ, რომ ეს არ იყო მათთვის სიტყვის არმიცემის მცდელობა, უბრალოდ ისეთი კაკაფონია იყო იქ, რომ ეს არ დაემსგავსებოდა არც მათი მხრიდან და არავის მხრიდან საგნობრივ საუბარს იმ თემებზე, რომელზე საუბარიც მათ სურდათ“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს