ბათუმი-ქობულეთის გზაზე ორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ბათუმისა და ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე ორი ავტოსაგზაო შემთხვევა ერთდროულად მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების პირველადი ინფორმაციით, დაშავებულები კონტაქტურები იყვნენ, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.

ავტოსაგზაო შემთხვევა გვირაბთან მოხდა, სადაც ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, ხოლო მეორე ავარიისას სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს.

ამ დროისთვის ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე, კერძოდ, გვირაბის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სამართალდამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ ჩაქვში გვირაბის მონაკვეთზე არ გადაადგილდნენ და შემოვლითი გზით ისარგებლონ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებიც გამოძიებას აწარმოებენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს