ფოთის კანალიზაციის სისტემისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე 130 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება

საქართველოს რეგიონებში წყალარინების (კანალიზაციის) ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით (ADB), ფოთში წყალარინების ქსელის მოწყობა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს. სამუშაოებს, ADB-ის მისიასთან ერთად, ადგილზე წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა და მხარის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია გაეცნენ.

„მუდმივად ვატარებთ მონიტორინგს მიმდინარე პროექტებზე. ამჟამად ხორციელდება წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია. დღეის მდგომარეობით, ადგილზე მუშაობს ჰოლანდიური კონტრაქტორი კომპანიის ოთხი ჯგუფი, სამუშაოებში ჩართულია ქართული მუშახელიც. ფოთში ასევე მიმდინარეობს წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაც. ვიმედოვნებთ და ყველა ღონეს ვიხმართ იმისთვის, რომ ორივე პროექტი დროულად დასრულდეს,“ - განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე, ფოთის მოსახლეობის 60% კანალიზაციის სისტემით ვერ სარგებლობს, ამორტიზებულია და არ ფუნქციონირებს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობაც. 2020 წლიდან, მასშტაბური სამუშაოების დასრულების შედეგად, 55 ათასზე მეტ ადამიანს არსებული პრობლემები საბოლოოდ მოუგვარდება და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

„ფოთში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება, სამუშაოები შედერხებით მიმდინარეობდა, თუმცა, დღეს კომპანიისგან მივიღეთ გარანტიები, რომ პროექტი სწრაფი ტემპით გააგრძელდება და კომპანია ბოლომდე მიიყვანს დაწყებულ სამუშაოებს. პარალელურად მას მიყვება გზების რეაბილიტაცია, რაც ასევე წლების განმავლობაში მოუგვარებელია ქალაქ ფოთში“, - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

მიმდინარე პროექტები ითვალისწინებს 145 კმ ქსელის მოწყობასა და 28 ერთეული სატუმბი სადგურის მშენებლობას. შენდება წყალარინების გამწმენდი ნაგებობა. სამუშაოებს ADB-ი 130 მილიონ ლარზე მეტით აფინანსებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა