„თავისუფალი დემოკრატები“ - აუცილებელია გადამჭრელი ზომები, რათა აღიკვეთოს სასამართლო ხელისუფლების საბოლოოდ მიტაცება მოსამართლის მანტიას ამოფარებული ვიწრო ჯგუფის მიერ

სასტუმრო „რუმსში“, ხვალ, პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ რადიკალური სასამართლო რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციას მოაწყობს.

როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში სასამართლო ხელისუფლება ხელში აქვს ჩაგდებული მოსამართლეთა ჯგუფს, რომელსაც საზოგადოებაში „მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის“ სახელწოდებით მოიხსენიებენ.

როგორც პარტიაში აცხადებენ, შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად, აუცილებელია, გადამჭრელი ზომების მიღება.

„ქვეყნის ფაქტიური მმართველის ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების მაღალი ეშელონების წყალობით, კლანმა უპრეცედენტო უფლებამოსილებები, გარანტიები და პრივილეგიები მოიპოვა, რომლებიც ბევრად სცდება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებით განსაზღვრულ ჩარჩოებს.

კლანის კონტროლის ქვეშ იმყოფება მოსამართლეთა კორპუსის დიდი ნაწილი. შეიქმნა მთლიანად ჩახურული სისტემა, რომელიც, ერთი მხრივ, მთლიანად დამოკიდებულია პოლიტიკური ხელისუფლების ნებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, აბსოლუტურად იმუნურია კონსტიტუციური ორგანოების კონტროლის მიმართ. ფაქტობრივად, შეიქმნა სახელმწიფო სახელმწიფოში, რომელიც აღარ არის ანგარიშვალდებული დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების წყაროს - ხალხის წინაშე.

შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად, აუცილებელია, რომ მიღებულ იქნეს გადამჭრელი ზომები, რათა აღკვეთილ იქნას სასამართლო ხელისუფლების საბოლოოდ მიტაცება მოსამართლის მანტიას ამოფარებული და სასამართლოს დამოუკიდებლობის იდეით ბოროტად მოსარგებლე ვიწრო ჯგუფის მიერ, რომელმაც პრაქტიკაში დაამტკიცა, რომ პატივს არ სცემს არც საქართველოს კონსტიტუციას და არც სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების საკითხებში დამკვიდრებულ საერთაშორისო სტანდარტებს“, - ნათქვამია „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, აუცილებელია, საქართველოს კონსტიტუციასა და საქართველოს ორგანულ კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: შეჩერდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედება და მისი უფლებამოსილებები, 1-3 წლის ვადით, გადაეცეს დროებით ორგანოს, პირობითად „მართლმსაჯულების გაჯანსაღების საბჭოს“; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედების აღდგენის შემდეგ შეიცვალოს მისი სტრუქტურა და ორი არამოსამართლე წევრის დამატების გზით საბჭოს წევრთა რაოდენობა გაიზარდოს 17-მდე; შეიზღუდოს სისხლისსამართლებრივი დევნის მიმართ მოსამართლეთა სრული იმუნიტეტი; გაუქმდეს იუსტიციის საბჭოს მდივნის თანამდებობა; დამოუკიდებელი ინსპექტორი არჩეულ იქნეს პარლამენტის მიერ და გაიზარდოს მისი უფლებამოსილება; განხორციელდეს დისციპლინური სამართალაწარმოების ოპტიმიზაცია; გაუქმდეს მოსამართლეთა გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებული პრივილეგიები; შემოღებულ იქნეს სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევითობა; მიღებულ იქნეს სხვა აუცილებელი ზომები.

„თავისუფალი დემოკრატები ვითანამშრომლებთ პოლიტიკურ ჯგუფებთან, სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან, რათა ეს ცვლილებები მიღებულ იქნეს რაც შეიძლება სწრაფად, ამ ხელისუფლების პირობებში, ან თუ ეს შეუძლებელია, საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების ცვლილების შემდეგ“, - ნათქვამია „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა