ქუთაისის მერიაში სამთვიანი რეორგანიზაცია დასრულდა

ქუთაისის მერიაში სამთვიანი რეორგანიზაცია დასრულდა. რეორგანიზაციის ფარგლებში არქიტექტურის სამსახური გაუქმდა და ა(ა)იპ-ად ჩამოყალიბდა. ასევე აუდიტის განყოფილება სამსახურად გადაკეთდა.

მერიის იურიდიული განყოფილების უფროსის, ირაკლი გიორგაძის განცხადებით, რეორგანიზაციის ფარგლებში შეიცვალა შტატების რაოდენობა და 298-დან 307-მდე გაიზარდა. ხუთი შტატით გაიზარდა აუდიტის სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობა, ოთხით ინფრასტრუქტურის.

მისი თქმით, რეორგანიზაციის ფარგლებში თანამდებობა არავის დაუტოვებია.

მერიაში ჩატარებულ რეორგანიზაციას უარყოფითად აფასებს ოპოზიცია. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, გაურკვეველია, რატომ გარდაიქმნა აუდიტის განყოფილება სამსახურად, როდესაც რეალურად განყოფილების მიერ საქმე არ კეთდებოდა. მან ასევე გააპროტესტა არქიტექტურის ა(ა)იპ-ის შექმნა და განამარტავს, რომ ის აქტივისტების დასასაქმებლად შეიქმნა.

ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით კი, ახალი სამსახური და ახალი ა(ა)იპ-ი გაუმჯობესებული სერვისებით იმუშავებენ და მოქალაქეების მომსახურეობა გაუმჯობესდება.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს